"ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა" - ირაკლი ღარიბაშვილი

06 Apr 2019 17:03

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობაა.


ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს, მთავარი საზრუნავი, საზოგადოების გაერთიანება უნდა იყოს.


„მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის არის, სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს ძვირფას მოსახლეობას აწუხებს. შემდეგი, მე ვიტყოდი, ეს არის ძალიან პოლარიზებული და პოლიტიკური გარემო. ადამიანები, მუდმივად, ხელოვნურად ცდილობენ დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. დღეს, ჩვენი მთავარი საზრუნავი, უნდა იყოს გაერთიანება. რა არის ჩვენი ქართული ოცნება?! თითოეული ქართველის ოცნება, ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კანპანიის გახსნისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას წარდგენისას.

Ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი