დავით ქაცარავა - მოქალაქეები გადავუდგეთ ოკუპანტებს! მზად ვარ ყელი გამოვღადრო ამ ღორებს!

07 Jul 2017 03:46

დავით ქაცარავა, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი:



"თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზღვრების დაცვას და სათანადო პასუხს ვერ სცემს ოკუპანტის ასეთ აგრესიულ ქმედებებს, მაშინ იქნებ ჩვენ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა ვიმოქმედოთ და წინ გადავუდგეთ რუს ოკუპანტებს? შიშველი ხელებით, კბილებით მზად ვარ ყელი გამოვღადრო ამ ღორებს! ნუთუ მართლა ის მეასე ხარისხოვანი პრობლემები (მარიხუანას დეკრიმინალიზაცია-მოყვანა-რეალიზაცია-დაბოლება, ლგბტ ს უფლებების ვითომ დარღვევები, გეი პარადების ჩატარება-არ ჩატარების "პრობლემატიკა" და ა.შ. უფრო აღელვებს ჩვენს საზოგადოებას ვიდრე ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ოკუპაცია??? ვერ დავიჯერებ რომ ქართული მებრძოლი სული მკვდარია!!! გავიხსენოთ ვისი შთამომავლები ვართ!!! დავდგეთ ერთად საოკუპაციო ხაზზე ერთად და არ გავატაროთ ოკუპანტი!!! ძალა ერთობაშია! დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გაიღვიძებს ქართველი ერი!!! ყველაზე დიდი ზვავი ერთი ყველაზე პატარა თოვლის ფიფქით იწყება! და ბევრნი ვართ ასეთები!!!"


კომენტარები:

ფართი შოპი