"ბიძინა ივანიშვილი იმ ფაზაშია, როგორშიც იყო შევარდნაძე 2003 წელს და სააკაშვილი 2012 წელს"- არჩილ გამზარდია

10 Apr 2019 02:09

ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მიერ, ტელე-იმედისთვის მიცემულ ინტერვიუს აფასებს:


"სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი სწორედ იმ ფაზაშია, როგორშიც იყო შევარდნაძე 2003 წელს და სააკაშვილი 2012 წელს, როდესაც ვერცერთი ვერ გრძნობდა რეალობას და ეგონათ რომ თავიანთი განცხადებები და უკმაყოფილოების თუ კრიტიკოსების ლანძღვა - კიცხვა მათ დამატებით საფარველს უქმნიდათ.


ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა თავისი ყველაზე პოზიტიური როლი და ეს იყო 2012 წელს, როდესაც შეაჩერა დიქტატისა და ავტორიტარიზმის გამძაფრების პროცესი, ეს იყო მისი სიკეთის მაქსიმუმი, იყო კიდევ ორიოდე სიკეთის წელი, მაგრამ უკვე 2015 წლის ბოლოდან დღემდე ეს ქვეყანაც არაფრის მომცემ ტვირთად ექცა ივანიშვილს და თავად ივანიშვილიც არაფრის მომცემ ტვირთად ექცა ჩვენს ქვეყანას. ერთადერთი ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეიძლება კიდევ გააკეთოს ივანიშვილმა ქვეყნისთვის, ეს არის ის, რომ დაეხსნას ქვეყანას, ამ წლებმა, სამწუხაროდ, აჩვენა ის, რომ მეტი სიკეთე მას აღარ შეუძლია. ივანიშვილმა სამწუხაროდ შექმნა გადმოიბარა და გააძლიერა ის სისტემა, რომლის მსხვერპლიც გახდა თითოეული ჩვენგანი და რომლის მსხვერპლიც აუცილებლად გახდება თავადვე.


მე აღარ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა თუნდაც მისი გულშემატკივრის პოზიციიდან, მეტი გულშემატკივრობა უბრალოდ უკვე შეუძლებლად მიმაჩნია. ყველა რესურსი მისი გულშემატკივრობისა სამწუხაროდ ამოწურულია."- წერს გამზარდია.


კომენტარები:

ფართი შოპი