ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მასთან კონფლიქტის მიზეზი სწორედ გამოქვეყნებული კვლევები გახდა.
„კვირიკაშილთან ჩემი ძირითადი უთანხმება რაზეც მოხდა იყო „იუნისეფის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გარკვეულ დროს არ შემოიღო რაღაც რეგლამენტაციები. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მინიშნებული იყო რომ ეს რეგლამენტები შემოსაღები იყო და მეც ვაქტიურობდი ამ ფონზე. ეს იყო ჩვენი განხეთქილების მიზეზი და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა, ეს იყო ტრაგიკული. გახსოვთ მაშინდელი რეაგირება, კონფლიქტი ამ ფონზე პრემიერთან“,- განაცხადა ივანიშვილმა.