ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოება მდგომარეობას იმაზე რთულად აღიქვამს ვიდრე რეალურად არის.
„ჩვენ საზოგადებასთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა, თუმცა ამას აქვს ობიექტური მიზეზები: უკვე მეშვიდე წელი მიდის „ქრთული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის. გაჭირვებული მოსახლეობას დიდი ნაწილს, რა თქმა უნდა, შეღავათი ჰქონდა სხვადასხვა სოციალური დახმარებებით, სამუშაო ადგილებიც მეტი გაჩნდა, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ თუმცა ამ ფონზე ჩვენი მცდელობების და მიღწევის შეფასება უჭირთ. დიდი შეღავათები მიიღო ყველა ფენამ ჯანდაცვიდან და სხვა პროგრამიდან გამომდინარე, მაგრამ კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს და უნდა მუდმივად იყოს ტენდენცია უკეთესობისკენ. მაგრამ იმ ფონზე, როცა გვყავს ასეთი ოპონენტი, როგორიც არის „ნაციონალუირ მოძრაობა“, რომელიც სიცრუეს აფრქვევს მუდმივად, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე. მე საჯაროდაც ვიტყვი, გუნდშიც რამდენჯერმე მქონდა ამაზე საუბარი, კლვევაც ჩავატარეთ. ნიჰილიზმი, მე უფრო ხშირად ვამბობ სასოსწარკვეთილება - ამის მიზეზია ობიექტური აღქმა და ოპონენტები რას შვებიან და შედეგი ესაა“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოებაში რეალობის აღქმა დააბრუნოს.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე როგორიც არის განცდა და აღქმა მისი. შედარებას გავაკეთებ რომ ჩვენზე ღარიბ ქვეყნებში ბედნიერების ინდექსი ჩვენზე მაღალია, აი საფრანგეთში კი ჩვენზე დაბალი“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.