"კინოწარმოება უნდა აღორძინდეს, ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები,"- ბიძინა ივანიშვილი

10 Apr 2019 05:00

ჩვენ ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.


მისი განცხადებით, უნდა აღორძინდეს ქართული კინო და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, „ქართუ ფონდი“ დაფინანსებას გამოყოფს. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „მდარე სერიალებით“ შესაძლოა საზოგადოება დავკარგოთ.


„მე ყოველთვის ვამაყობდი ჩვენი უწყვეტი კულტურით, ჩვენი იდენტობით, გვაქვს ბევრი საამაყო ფურცლები ისტორიაში და ამ მდარე სერიალებით მივდივართ იქითკენ, რომ შესაძლოა საზოგადოება დავკარგოთ. შესბამისად მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს, „ქართუ ფონდი“ მიიღებს დაფინანსებაში მონაწილეობას და უნდა აღორძინდეს კინოწარმოება, მათ შორის სერიალები. ჩვენ ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი