"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ „სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს"- სალომე ზურაბიშვილი

10 Apr 2019 05:08

გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის „ფეისბუქგვერდზე“ წერს.


„მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას... იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა! გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!“ - წერს ზურაბიშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი