"პრემიერის პასუხები იმდენად სუსტი იყო, რომ არაკომფორტულად ვიგრძენი თავი“ - გიორგი კანდელაკი

10 Apr 2019 19:10

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, პრემიერის გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა.


მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ეს მნიშვნელოვანი ტრიბუნა იმისათვის, რათა ცივილიზებული სამყაროსთვის მოეწოდებინა, რომ ჩვენი თემატიკა, ოკუპირებული ტერიტორიების და დევნილების თემატიკა შეტანილ იქნას ევროკავშირის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ.


„ეს პრემიერმა არ მოითხოვა. აქ პარლამენტარები არიან და ისინი ახდენენ საკუთარ ქვეყნებში საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას. პრემიერმა არ სთხოვა მათ, რომ ევროპელი ლიდერები როცა ხვდებიან რუსეთის ლიდერებს, იქ დადგეს საქართველოს საკითხი. ასეთი თხოვნა თუ მოთხოვნა არ წამოწეულა პრემიერის მხრიდან, რაც არის უბრალოდ შეცდომა, რბილად რომ ვთქვათ. რაც შეეხება კითხვა-პასუხს, საზოგადოება იხილავს დარწმუნებული ვარ ამ კითხვა-პასუხს, თუ რა საკითხები იქნა წამოწეული ასამბლეის წევრების მხრიდან შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საქართველოში, სასამართლოზე, ხმების მოსყიდვაზე, ია კერზაიას საქმეზე, ვანო მერაბიშვილის საქმეზე. პრემიერის პასუხები, მე ვფიქრობ, იმდენად სუსტი იყო, რომ მე არაკომფორტულად ვიგრძენი თავი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი