პაატა თედიაშვილმა "ათი მცნება" გარეპა

12 Apr 2019 02:42

მომღერალი პაატა თედიაშვილი გადაცემა „პროფილში“ ეკლის გვირგვინით მივიდა და ათი მცნება გარეპა.


მისი თქმით ყველა ხელოვანი ადამიანი არის წამებული.


"მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში არის მაგალითები, როცა რეი ჩარლზმა დაიწყო საეკლესიო საგალობლები , მოახდინა მისი ტრანსფორმაცია და მას ამისთვის დევნიდნენ.


2 წელი ვფიქრობდი რომ ეს გამეკეთებინა. ის რაც დანატოვარია უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, საზოგადო ადამიანებს, ხელოვანებს,სპორტსმენებს რომ მათ მიმართ სტიგმები არის და თუ ისინი არ ინებიან ისეთები, როგორიც უმრავლესობას სურს იწყება თავდასხმები. მე არ ველოდები აღიარებას და ადრე თუ გვიან ადამიანები მიხვდებიან იმას, რომ ჩვენ სიკეტისა და სიყვარულისთვის ვცხოვრობთ და იმ დეფიციტმა რაც დღეს არსებობს მე მაფიქრებინა რომ კიდევ ერთხელ გამომატანინა ეს თემა" - განაცხადა თედიაშვილმა.

Newposts.ge


კომენტარები:

ფართი შოპი