გარდაბნის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტური გაიმართა

13 Apr 2019 00:12

12 აპრილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით,  ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ტური გაიმართა.


გარდაბნის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუმრებმა, სოფელ მარტყოფში შინჯიკაშვილების საგვარეულო კოშკი, ანტონ მარტომყოფელის სახელობის ღვთაების მამათა მონასტერი,  შავნაბადას მამათა მონასტერი, საქართველოში პრემიუმ კლასის პირველი გოლფ კლუბი, ჯანდარის ტბა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღკვეთილი მოინახულეს.


ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერის მოდგილე რევაზ ეგაძე მასპინძლობდა.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, მხარეში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საინფორმაციო ტური უკვე მესამედ გაიმართა, რომლის მიზანს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობა წარმოადგენს.


კომენტარები:

ფართი შოპი