ხულოს კოლეჯმა "ახალმა ტალღამ" პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

13 Apr 2019 15:19

 სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა"-ის ხულოს ფილიალმა, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო!


აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობისშემსრულებელი ნადიმ ვასაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე კოლეჯ ,,ახალი ტალღა"-ს სტუმრობდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კოლეჯის მისიას გაეცნენ.


კოლეჯში სწავლის მსურველებს საშუალება ექნებათ ოთხი სხვადასხვა მიმართულებით დაეუფლონ პროფესიებს: ელექტროობა, სასტუმროს მომსახურეობა, სატყეო საქმე და ინფორმაციის ტექნოლოგია.


მსურველებმა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დასარეგისტრირებლად უნდა მიმართონ ხულოს რესურსცენტრს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები და საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატები. რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 19 აპრილის ჩათვლით. 


სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ მიმართულებაზე, პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი. 


პროფესიულ სასწავლებელში სწავლა უფასოა.


კომენტარები:

ფართი შოპი