ზუგდიდში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებამ 24 663 ლარი შეადგინა

13 Apr 2019 15:34

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ რიგით მე-15 სხდომა გამართა. სხდომაზე კომისიამ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე შემოტანილი 82 განცხადება განიხილა.  


 ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, 42 მოქალაქეს, ძვირადღირებული მედიკამენტები, 24 ბენეფიციარს, კომპიუტერული კვლევა (ტომოგრაფია, კორონაროგრაფია), ბავშვთა ცერებრალური დამბლის მქონე 1 ბენეფიციარს სარეაბილიტაციო მკურნალობა და 15 მოქალაქეს, ოპერაცია დაუფინანსდა. 


მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 24 663 ლარი შეადგინა.


კომენტარები:

ფართი შოპი