„ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერი ბექა მხიარულაშვილი:
იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის. დიდი ხანია წულუკიანს ღირსება და პატივი შელახული აქვს. წულუკიანის ეს ნაბიჯი ნიშნავს ოპოზიცურ პარტიაზე თავდასხმას. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და დემოკრატიის დანგრევას. ეს პროცესები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ევროპულ ღირებულებებზე, რადგან არც დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობა და მისი წევრები სასმართლოს სახელით არ ესხმიან თავს პოლიტიკურ პარტიებს. წულუკიანს ურჩევნია ჩივილებს თავი დაანებოს და სასამართლო ხელისუფლებას მიხედოს კორუფციაში და ჭაობში რომ არის ჩაფლული. მთავრობა დაკავებულია ოპოზიციაზე ნადირობით, როდესაც ოკუპანტებმა საზღვარი გადმოწიეს და ავტობანამდე 400მ-ია დარჩენილი.