"116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა" - დავით ფერაძე

14 Apr 2019 01:29

“პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ფერაძე “ალიას” თბილისის 116-ე სკოლაში არსებულ, შესაძლო საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ამხელს. კერძოდ, ფერაძე გვიყვება, რომ 116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის გამოყოფილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა, ქაღალდზე გააფორმა, რომ სკოლა გარემონტდა და მთავარი მოწმე სკოლიდან გაათავისუფლა.

ვინ მფარველობს შესაძლო დამნაშავე დირექტორს და რატომ ხუჭავს თვალს მინისტრი ბატიაშვილი?

«ალიას» პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის» ხელმძღვანელი, დავით ფერაძე ესაუბრა:



– პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა, მიიღო ერთი, გამაოგნებელი ინფორმაცია. საუბარია, თბილისის 116-ესაჯარო სკოლაში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ  ხარჯვაზე. ზემდგომების მფარველობამ ეს შედეგი გამოიღო, სრული ქაოსია ამ სკოლაში. როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, 116-ე საჯარო სკოლის ანგარიშზე სახელმწიფობიუჯეტიდან გადმოირიცხა სკოლის სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებელი თანხა. სკოლის ე.წ. დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა ვინმე ღაჭავამ კი ეს თანხა თაღლითური გზით გააქრო. სკოლა, ცხადია, ურემონტოდ დარჩა.


– რას ნიშნავს გააქრო?


– ირკვევა, რომ ამ ე.წ. დირექტორმა იფიქრა, რით ჩამოვუვარდები მაღალჩინოსან კორუმპირებულებსო და არც მეტი, არც ნაკლები, სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა.


– ეს როგორ მოახერხა, ვინ ნახა, რომ სკოლის სარემონტო ფულით გაარემონტა საკუთარი სახლი?


– ჩემი ინფორმაციით, დოკუმენტურად გააფორმა, თითქოს სკოლა გარემონტდა. ანუ სკოლა ქაღალდებშიგარემონტებულია.  ასეთი მაქინაციები ამ სკოლაში არახალია.


– და სამინისტრო რას აკეთებს ამ დროს, როგორ გამორჩათ? ან თქვენ არ მიაწოდეთ ინფორმაცია?


– ჩვენ სამინისტროს ადრეც ვაწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ რად გინდა?! არანაირი რეაგირება არ მოჰყვება მსგავსფაქტებს სამინისტროს მხრიდან.


– ახლა რა პოზიცია აქვს სამინისტროს?


– ჩვენი ინფორმაციით, თავად სამინისტროს შიდა აუდიტმა გამოიკვლია და დაადასტურა მომხდარი. მინისტრს კირეაქცია არ აქვს.


უარესსაც გეტყვით: თაღლითური საქმეების ცნობილი «მკერავები», ჩვენგან არაერთგზის მხილებული წურწუმიებიდა წამალაშვილები, როგორც ჩანს, ამ დანაშაულის მიჩქმალვა-შელამაზებასა და დამნაშავის გამოძვრენასცდილობენ. მაგრამ, როგორ დამალავენ შუბს ხალთაში, ვერ გეტყვით. რას უზამენ ფაქტს, რომ თანხა გამოყოფილიადა რომ სკოლა მაინც გაპარტახებულია?! ამას  სად დაემალებიან?!


– თავად დირექტორი რას ამბობს?


– რაღაც უბადრუკი ხერხი მოუფიქრებიათ, ე.წ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარბის და პედაგოგებისხელმოწერებს აგროვებს, სადაც მასწავლებლებმა უნდა დაუდასტურონ თურმე, რომ რემონტი ნამდვილადჩატარდაო. გაგიგიათ მსგავსი აბსურდი?! არჩატარებულ რემონტზე უნდა თქვან მასწავლებლებმა, რომ რემონტიჩატარდა. მნეც გაათავისუფლეს ამ სკოლაში და მიზეზი არ გაინტერესებთ? ერთ-ერთი, ვისაც უნდადაედასტურებინა, ჩატარდა თუ არა ეს რემონტები, ის უნდა ყოფილიყო. ამ გზით, დირექტორის მ.შ-მ, როგორც ჩანს, კითხვებზე პასუხის გაცემა აირიდა. ანუ მოწმე მოიშორა.


– რა მოხდება, თუკი მასწავლებლები დაადასტურებენ რემონტის ამბავს?


– ამ ამბავს არ გამოვრიცხავ, რადგან ზეწოლამ შეიძლება შეაშინოს ისინი. ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა ასეთიცაა. მასწავლებლების მისვლა-მოსვლა ავტომატურად კონტროლდება. ეტყობა, მასწავლებლების გულის მოგებისმიზნით, ღაჭავამ გასცა ანაზღაურება გაცდენილ გაკვეთილებზეც. შემოწმების შედეგად კი ეს ფაქტიც გამოვლინდა. ესე იგი, აქაც დარღვევა აქვს სკოლის ადმინისტრაციას. გაკვეთილები ცდება და ხელფასები გაიცემა. არადა, წინადირექტორის დროს, მასწავლებლის ხუთწუთიან დაგვიანებაზე დირექტორს ასგვერდიან დასკვნას უწერდასამინისტრო და ადმინისტრაციულ სახდელს აკისრებდა.


აღნიშნულ სკოლაში კატასტროფული ვითარებაა. სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტი ყოველწლიურად იკლებს. წელს  25%-ით შემცირდა. შარშან გამოსაშვები გამოცდების შედეგები, ასევე, კატასტროფული იყო. «ჩაჭრილთა» რაოდენობაში მოწინავე გახლდათ ეს სკოლა.


არაერთგზის ვთქვით, რომ სკოლის ე.წ. დირექტორს დღემდე მფარველობს სამინისტროს რუხი კარდინალი, რატომღაც ასევე ხელშეუხებელი დ. ლომინაშვილი, რომელიც ვერა და ვერ მოვაშორებინეთ მინისტრ ბატიაშვილს. თავის დროზე მინისტრმა, როგორც იცით, გაგვიწია ანგარიში და მოგვაშორა გიგაური, სანიკიძე და მსგავსნი, ლომინაშვილს კი არ ეხება. აი, ამ ლომინაშვილის სტრატეგიული ობიექტი გახდა ეს სკოლა. აქვე დაასაქმა მანთავისი ახლობელი ვინმე მ. წაქაძე. როგორც ჩანს, ყურმოჭრილ ე.წ. დირექტორს არ ენდობა ბოლომდე და წაქაძისმეშვეობით სკოლას სრულად აკონტროლებს. შესაბამისად, ისედაც დილეტანტი ე.წ. დირექტორი ვინმე ღაჭავასრულ ბუტაფორიად იქცა.


ასეთ დროს კი მინისტრი ლამისაა ყოველდღე რეფორმებზე საუბრით გვიჭედავს ყურებს. თვალსა და ხელს შუაბიუჯეტს ხრავენ მისი დირექტორები, ლომინაშვილებ ი და ათასი ჯურის ტიპები და ესენი რეფორმებზეგველაპარაკებიან.


 «ალია» განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, დავით ფერაძის მიერ მოწოდებულიინფორმაციის გადასამოწმებლად. მას მერე, რაც კი სიტუაციაში გაერკვა სამინისტროს პრესსამსახური, სსიპსაგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში გადაგვამისამართეს. სააგენტოს პრესსამსახურმა დრო ითხოვა სიტუაციაში გასარკვევად, მოგვიანებით კი მოგვწერა: «სამინისტროსუნდა მიმართოთ ოფიციალურად, თუ სამინისტროს აუდიტი საქმის კურსშია, ისინი გაგცემენ პასუხს. პასუხსმიიღებთ წერილობით, ან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით».



წყარო: alia.ge

დიანა ლიპარტელიანი


კომენტარები:

ფართი შოპი