გოჩა მირცხულავა: სნნ-ზე შევადნაძის CV დევს, ზედმეტსახელით - "თეთრი მელა" (Nicknamed "white fox")

07 Jul 2017 17:46

გოჩა მირცხულავა ჟურნალისტი:


"სნნ-ზე შევადნაძის CV დევს. ზედმეტსახელი - "თეთრი მელა" (Nicknamed "white fox"). ისე თავიანთ ბოზ მამიდას რომ მოუარონ არა? არა შევარდნაძის მიმართ სოლიდარობის გამო, ისე - ზოგადი ეთიკიდან გამომდინარე. ამ ადამიანის კარგი თვისებებიც მახსოვს - სტადიონი თუნდაც. ჰო, ეს ახლა ბევრს არ ეხსომება, აზვირთებულ ბრბოს გაუძღვა წინ. 1992-ში სოხუმი იბომბებოდა. შევარდნაძე თათბირს ატარებს, სინოპში რამდენიმე ბომბი დავარდა - მთელი ქართველი გენერალიტეტი და მინისტრები აიტაკზე აღმოჩნდნენ, ის კი იდგა ისევ მაგიდასთან.

2006 წელს ინტერვიუს შემდეგ ვკითხე - არასოდეს დავწერ ამას და მითხარით, გადააბარეთ? მიპასუხა: სულსწრაფები აღმოჩდნენ და ეს სულსწრაფობა დაღუპავს ამათ.
- ვერ გავიგე...
- 2005 წელს მივდიოდი და მშვიდობიანად გადაებარებინათ ხელისუფლება თუ ამის შნო ქონდათ. ყველაფერი ჩქარა უნდათ. განა ეს ცუდია, მაგრამ ამ სიჩქარეში ხან ადამიანები ავიწყდებათ, ხან ქვეყანა და ხან კიდევ მიზანი, რისთვისაც კონკრეტულ საქმეს აკეთებენ
- ეს პასუხი არ არის ჩემს კითხვაზე, გადაეცით თუ არა ხელისუფლება?
- არა! და მერწმუნე ესენი ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ამათ მერე ჩემზე უარესები მოვლენ (იცინის) და აი მერე ვნახოთ რა იქნება. მე თუ ვერ მოვესწარი შენ ხომ მოესწრები.
მერე დაცვას დაუძახა.
- მოდი აქ და ერთი სურათი გადაგვიღე.
მე ვეუბნები - რეიგანი რომელ მხარეს გედგადთ? ხარხარებს...
- რატომ იცინით? ჰო, შენ წარმოიდგინე მე მედგა, მე კი არ ვედექი. მერე მეუბნება: - მოდი, შენ ამ მხარეს დადექი, გავა დრო და იტყვიან შევარდნაძე ყოფილა ამის მარჯვენა ხელი...
იცინა ბევრი. ინტერვიუს დროს საუბრისას ხელებს ვიშველიებდი - ჩვევა მაქვს ასეთი. -ე, კაცო, ეს ხელი არ გაგექცეს თორემ დაგიჭერენ და ჩემი სიტყვით არავინ გამოგიშვებს. რომ ვუთხარი, - ახლა რასაც გკითხავ ამას არ დავწერ მეთქი, - ჰო დიდი შეღავათია, ახლა შეგიძლია ხელები უფრო აქტიურად გამოიყენო.
ახლა მკითხვავთ, რაც მან ცუდი აკეთა ამაზე რას იტყვიო. არაფერს არ ვიტყვი, განა იმიტომ რომ სათქმელი არ მაქვს... ჰო, მართლა, თქვენ რაც ცუდი აკეთეთ, ამაზე რას მეტყვით?"



კომენტარები:

ფართი შოპი