"ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატად ნიკა მელიას დაყენებას აპირებდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა. ამის გამო ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა."- ღარიბაშვილი

15 Apr 2019 03:33

პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად თავდაპირველად ნიკა მელია განიხილებოდა, შემდეგ კი ის საქართველოს სანდრა რულოვსმა შეცვალა. ღარიბაშვილის თქმით, ამ ფაქტს ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.


„ვიცი, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, რომ კანდიდატად ნიკა მელია დაეყენებინა და მიხეილ სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა. ამის გამო ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ, მაგალითად, თქვენ ან სხვები? მაინცდამაინც აინტერესებთ, „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება. უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ, ნამდვილად არ მაღელვებს არც ნიკა მელიას და არც არავისი ბედი ჩვენი ოპონენტების მხრიდან,,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედთან“ საუბრისას.


კომენტარები:

ფართი შოპი