„ფეისბუქის“ აქციონერები დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობიდან მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვენ

15 Apr 2019 03:57

„ფეისბუქის“ აქციონერები კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აქციონერთა ნაწილი ამ მოთხოვნას აყენებს აქციონერთა ყოველწლიური შეკრების წინ, რომელიც 30 მაისისთვის არის დაგეგმილი.


მათი მოთხოვნა გამოქვეყნებულია ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ვებგვერდზე.


დოკუმენტის თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელობის მთელი რიგი შეცდომების გამო, კომპანიამ 2018 წლის ივლისიდან შეფასებითი ღირებულების 40 % დაკარგა. განცხადების ავტორები ამ დანაკარგისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ მარკ ცუკერბერგს აკისრებენ, რომელიც, მათი განცხადებით, ერთპიროვნულად მართავს კომპანიას.


აქციონერების შეთავაზებაა, რომ კომპანიის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, მარკ ცუკერბერგის ნაცვლად „ფეიბუქის“ დირექტორთა საბჭოს ხელმღვანელის თანამდებობაზე დამოუკიდებელი პირი აირჩიონ.


კომენტარები:

ფართი შოპი