ზუგდუდში პროექტი "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" გრძელდება

15 Apr 2019 17:21

შეხვედრები „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში გრძელდება. 


დღეს შეხვედრა აგრო-ფერმერებთან გაიმართა, რომლებსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ფიფია შეხვდა. 


შეხვედრის მიზანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენაა. გეგმის შემუშავება კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განხორციელდება.


„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 2018 წლის ივნისს შეუერთდა. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მოიცავს 6 ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).


ინიციატივის მიზანია, მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.


შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში საჯაროს სექტორთან ერთად, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები არიან. 


შეხვედრები სხვადასხვა სექტორთან გაგრძელდება.


კომენტარები:

ფართი შოპი