არქეოლოგიის განვითარების ეტაპები

16 Apr 2019 22:00

არქეოლოგია ძველბერძნული სიტყვაა და  სიტყვასიტყვით "სიძველეთმცოდნეობას" ნიშნავს. პირველად ტერმინი პლატონის “დიალოგებში” გვხვდება, იმ დროისათვის ეს ტერმინი ძველი ამბების გადმოსაცემად გამოიყენებოდა, შემდგომში კი მან მნიშვნელობა შეიცვალა და კონკრეტული ხალხის ამბების გადმოსაცემად გამოიყენებოდა. მაგ: “ელინთა არქეოლოგია”, “იუდეველთა არქეოლოგია” და სხვ.


პირველი არქეოლოგიური კვლევა ბაბილონის მეფემ, ნაბონიდმა აწარმოა, მან გათხარა ძველი ტაძრის ნანგრევები, თუმცა მისი მიზანი ძველი სამშენებლო ტრადიციების შსწავლა იყო. XVII საუკუნის მეორე ნახევარში არქეოლოგია მხოლოდ კლასიკური (რომაულ- ბერძნული) ხელოვნებისსა და ისტორიის გადმოსაცემად გამოიყენებოდა.


დროთა განმავლობაში არქეოლოგიურმა კვლევებმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა. XVII - XVIII საუკუნეები არქეოლოგიური კვლევების დასაწყისია. თუმცა ამ პერიოდში არქეოლოგიურ არტეფაქტებად მხოლოდ ძვირფასი ნივთები მიაჩნდათ. არქეოლოგიური კვლევა-ძიების განვითარებაში დიდი როლი შასრულეს, დიდმა სამშენებლო სამუშაოებმა - კაპიტალიზმის განვითარებას, რომ ახლდა თან და აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიენიერების განვითარებამ. ევოლუციონისტური მოძღვრების იდეებმა, დიდი გავლენა მოახდინეს არქეოლოგიის კვლევის წარმოქმნა-განვითარებაზე. არქეოლოგიის განვითარების ეტაპზე განსაკუთრებით აღსანიშნავია XIX საუკუნე, “დიდი არქეოლოგიური აღმოჩენების” ეპოქა.


არქეოლოგიის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, კაცობრიობის ადრინდელი საფეხურების, კერძოდ, ქვის ხანის ძეგლების აღმოჩენას, რამაც რეალობად აქცი ალუკრეციუსის მოსაზრება სამი ეპოქის შსახებ: ქვის, ბრინჯაოს და რიკინის პერიოდების შესახებ.


XIX ს-ის მეორე ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისში, არქეოლოგიით გატაცებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. ჩამოყალიბდა არქეოლოგიური გათხრების მკაცრი მეთოდიკა, იქმნებოდა ქრონოლოგიები, იმართებოდა კონფერენციები და სხვ. ჩამოყალიბდა კვლევის მეთოდები: სტრატიგრაფია, ტიპოლოგია და ა.შ.


არქეოლოგიის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა პიტ რევისმა (ინგლისერლი არქეოლოგი 1829- 1980). “ნივთები ვითარდებიან ისეთივე ევოლუციის გზით, როგორც ცხოველთა სახეობანი"  მან კოლექციები ცალკეული ნივთების მიხედვით დაალაგა და თვალი ადევნა მათ ევოლუციას. მაგ: ცულები, შმდეგ სატევრები. ის ითვლება სტატიგრაფიის მეთოდის ფუძმდებლად. თუ მანამდე  მხოლოდ სამარებს თხრიდნენ, პიტ რევისმა წამოიწყო ნასახლარებსი გათხრა, მან ხაზი გაუსვა უბრალო ნივთის მნიშვნელობას მეცნიერებაში.


არქეოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ოსკარ მონტელიუსმა (შვედი არქეოლოგი 1843-1921), რომელიც ტიპოლოგიის ფუძმდებელია. “ტიპი ერთი და იგივე დანიშნულების ერთგვაროვანი ნივთების ერტბლიობაა, რომლებიც ერტანეთისგან ცალკეული დეტალებით განსხვავდებიან”. მონტელიუსი ფიქრობდა, რომ  ნივთები ისევე ვითარდებიან, როგორც ცოცხალი ორგანიზმები, ცალკეული ნივთის განვითარება წარმოადგენს სახეობის განვითარებას, ხოლო ტიპოლოგიური სერიოების განვითარება - განშტოებულ სახეობათა განვითარებას. 


თუ ადრე არქეოლოგია ისტორიის დამხმარე დისციპლინად ითვლობა, დღეს ის მეცნიერების დარგია, რომლის კვლევის საგანს საზოგადოების განვითარების ისტორიის შესწავლა წარმოადგენს. საზოგადოებრივ მეცნიერულ დისციპლინათა შორის, არქეოლოგიის მნიშვნეობა სრულიად განსაკუთრებულია. მიწის წიაღში არქეოლოგის კვლევის საგანი ე.წ. კულტურული ფენაა, რომელიც ადამიანის ცხოვრების კვალსა და ნაშთს შეიცავს. არქეოლოგია იკვლევს ადამიანის ან ადამიანების საზოგადოების მიერ მიწის წიაღში დატოვებული ნაშთების წარმოშობასა და განვითარებას, დროსა და სივცეში.



წყარო: ლორთქიფანიძე ო. “არქეოლოგია და თანამედროვეობა”




ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი