დაპირისპირება თავისუფლების მოედანზე, სადაც ცოტა ხნის წინ 3 მუშა დაშავდა

16 Apr 2019 22:12

ხმაური და დაპირისპირება იყო თავისუფლების მოედანზე, სადაც ცოტა ხნის 3 მუშა დაშავდა.შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების თანამშრომლები, თბილის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კუპრაძე.


ლევან ხაბეიშვილი ობიექტზე შესვლას ითხოვდა, რათა მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეღო, თუმცა დაცვის წევრებმა არ შეუშვეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ობიექტზე არ უშვებდნენ არც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბექა ფერაძეს.


„აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე კი, ობიექტის ღობეზე გადავიდა და შესვლა ამ ფორმით მოახერხა. მან კარი შიგნიდან გააღო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ლევან ხაბეიშვილი და ბექა ფერაძე შევიდნენ.


შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.


დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორ დაშავებულს დაჟეჟილობა აღენიშნება, ხოლო ერთს მოტეხილობა აქვს.

Newposts.ge


კომენტარები:

ფართი შოპი