თუ გსურს მიიღო ატომის გააქტიურებაში მონაწილეობა და იმუშაო კონკურენტუნარიან გარემოში, მაშინ, ეს პროექტი შენთვისაა!

18 Apr 2019 02:49

* თუ გაინტერესებს ქიმია 

* ხარ მიზანდასახული;

* გსურს კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობა;

* და თუ გსურს რომ შენც მიიღო ატომის გააქტიურებაში მონაწილეობა;


მაშინ,  ეს პროექტი შენთვისაა!


ISIE- ის მასტერკლასის ფარგლებში, ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გიწვევთ სტუდენტებსა და მოსწავლეებს შემეცნებით, სახალისო და ქიმიის კუთხით ყველაზე მაშტაბურ პროექტში „გააქტიურე ატომი“. 


პროექტი ჩატარდება 11-12  მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში , ლაბორატორია 308.


ეს არის პროექტი, რომელიც მოგცემთ შანსს გამოავლინოთ თქვენი უნარ-ჩვევები პრაქტიკაში  და გახდეთ გამარჯვებული,გაიგოთ პრაქტიკული ქიმიის საიდუმლოებანი და გაეცნოთ  საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენებს ქიმიის შესახებ.მასტერკლასი გპირდებათ ძალიან ბევრ სახალისო და საინტერესო აქტივობებს!


რა არის ISIE- ის მასტერკლასის მიზანი:

- ქიმიის, როგორც  სამეცნიერო დარგის პოპულარიზაცია 

- თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკაში გამოყენება 

- გუნდური მუშაობის სპეციფიკის გამომუშავება 


ვის ვიწვევთ ჩვენ?


მონაწილეებს: IX-დან XII კლასის ჩათვლით 

(სარეგისტრაციო ბმული სკოლის მოსწავლეებისთვის: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfUPpsuLcw9oxYOxult9yIuPJK7ijxxPvKZXkTaNtxKQqA-Lw/viewform?usp=pp_url)


მენტორებს: ქიმიის სპეციალობის  17-29 წლამდე სტუდენტებსა და კურსდამათავრებულებს მოხალისე ტრენერებად

(სარეგისტრაციო ბმული სტუენტებისთვის: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf0cb_nk3iP3IQPa_rvMwzIYlUNcIorLURHRFBSXKr2UVV9Zg/viewform?usp=pp_url



პროექტი მოიცავს 3 ეტაპს პროექტის მონაწილეებისათვის:

1. აპლიკაციის შევსება

2. I ტური -ქიმიური ცდების მასტერკლასი;

3. II ტური- გუნდური თამაში.


პროექტი ასევე მოიცავს 3 ეტაპს მენტორებისათვის:

1. აპლიკაციის შევსება 

2. გასაუბრება;

3. პროექტის პროგრამის გაცნობა;


პროექტში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია. სტუდენტები რომლებიც შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე, გაივლიან დამატებით ტრენინგებს.


I ტური გაიმართება შაბათს, 11 მაისს, სადაც სტუდენტები ჩაატარებენ მასტერკლასს. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ექსპერიმენტები. თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა დამოუკიდებლად „გაააქტიუროს ატომი“ . დღის განმავლობაში მიიღება მოსწავლეების სამი ნაკადი.

II ტური- დასკვნითი ეტაპი კი გაიმართება 12 მაისს, სადაც მოსწავლეები გადანაწილედებიან გუნდებში, შეეჯიბრებიან ერთმანეთს და იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.


დასკვნითი ეტაპი ჩატარდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსში❗️


პროექტის განმავლობაში გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გამოავლენს კვალიფიციური და კომპეტენტური ჟიური.


ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი და მრავალფეროვანი, სიმბოლური პრიზები❗️


ჟიურის წევრებისა და მენტორების შესახებ დეტალური ინფორამციისათვის თვალი ადევნეთ ივენთის განხილვაში განთავსებულ პოსტებს.


მოსწავლეებისთვის პროექტში მონაწილეობა ფასიანი და შეადგენს 15 ლარს.


აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა- 2მაისი❗️


სტუდენტებისთვის გასაუბრება გაიმართება-4 მაისს.❗️




დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს:

ანა მხეიძე - 579 277 079


კომენტარები:

ფართი შოპი