"რას მაჩვენებლობთ და სიაფანდობთ, არა გრცხვენიათ? თუ მართლა ასეთი ქველმოქმედები ხართ, თანამემამულეთა მიმართ გამოიჩინეთ გულმოწყალება"- მამა ნიკოლოზი (როინიშვილი)

18 Apr 2019 04:48

მამა ნიკოლოზი (როინიშვილი) "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო! რა ნოტრდამი უნდა აღადგინოთ თქვე დალოცვილებო, ცოტა თქვენს ხალხზე იზრუნეთ, თუ მართლა ასეთი ქველმოქმედები ხართ, მეტი გულმოწყალება გამოიჩინეთ თანამემამულეთა მიმართ, რას მაჩვენებლობთ და სიაფანდობთ, არა გრცხვენიათ?"- წერს მამა ნიკოლოზი.


ცნობისთვის: ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო. 



ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია LVMH ის ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა და CEO-მ ბერნარ არნომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $91.7 მილიარდს შეადგენს. ბერნარ არნოს LVMH აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Dior, Bulgari, Celine & Louis Vuitton.


ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, კომპანია Kering-ის მფლობელმა, ფრანსუა ანრი პინომ უკვე განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენის ფონდში სულ მცირე 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს კომპანიას “ბალენსიაგას”, “გუჩის”, “ალექსანდრ მაკქვინისა” და “ივ სენ ლორენის” ბრენდები ეკუთვნის. 



Forbes Geprgia-ს ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად €10,000-ს გადარიცხვას გეგმავს.  


კომენტარები:

ფართი შოპი