ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა უკვე დატოვა. ამის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულიაეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა და ამ პოზიციას 9 თვის განმავლობაში იკავებდა.