გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშო ბაღების მშენებლობა 3 379 029 ლარს შეადგენს

19 Apr 2019 00:27

 სოფელ გამარჯვებასა და სოფელ კუმისში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება.


 აღნიშნული პროექტის შესასრულებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 5 მაისს დაიწყება და 15 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 379 029 ლარს შეადგენს.


 პროექტის მიხედვით აშენდება 2 სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები. გამარჯვების ბაღი 110, ხოლო კუმისის ბაღი 90 ბავშვზე იქნება გათვლილი.



კომენტარები:

ფართი შოპი