ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 Apr 2019 00:33

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას ესწრებოდა ასევე მერიის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გია ცირამუა.


საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ წარმომადგენლებს , „მოიზიდე და გაანადგურე“-ს ფერომონების დამონტაჟების ინსტრუქცია გააცნო და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილ ახალ სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობას გზავნილების სახით მიეწოდება.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მავნებელთან ბრძოლისას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია ყველა რგოლის ჩართულობა, რათა ფაროსანას რაოდენობა მინიმუმამდე იყოს შემცირებული.


დასავლეთ საქართველოში, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს სოფლის ტერიტორიებზე და ტყისპირა ზოლებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განთავსებას. 


ღონისძიებების პარალელურად, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიურად მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.


კომენტარები:

ფართი შოპი