თაკო ჩარკვიანი: ნუთუ სახელმწიფო უუნაროა და სანდრო ბრეგაძის გარეშე, ქართველი გოგო-ბიჭების დაცვის უნარი არ აქვს?!

07 Jul 2017 20:56

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:


2004 წელს მქონდა წერილი, სადაც ვთქვი, რომ მიწის ფონდი გავაკეთეთ-მეთქი, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ რეგულაციების გარეშე უნდა ყოფილიყო. რეგულაციები არის. იქ არ არის, რომ ამან არ იყიდოს და იმან იყიდოს. ესენი რეგულაციებს ვერ აკეთებენ, უნარი არ შესწევთ ამისი.

 

გეტყვით იცით, რას? ყვირილი არაქართული საქმეა. ამ საკითხთან დაკავშირებით გარეთ, ქუჩაში ყვირილი ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა ისლამური სახელმწიფოს პირისპირ დააყენო. ეს დღეს ოკუპანტ რუსეთს აწყობს. ხომ არსებობს ქართული სახელმწიფო, ხომ არსებობს უშიშროება, ნუთუ უუნაროა და მას ბრეგაძის ჩართვის გარეშე და ალმის გარეშე თურქულ ბარებთან ქართველი გოგო-ბიჭეების დაცვის უნარის არ აქვს, ქართულ დონეზე, ისე რომ მას ქართული მარში არ დავარქვათ?! გამაგებინეთ! მე სულ მგონია რომ ასეთი საქციელი არაქართული მარშია!


კომენტარები:

ფართი შოპი