გვიანიბრინჯაოს ხანის დისკოსებური გულსაკიდი უშგულიდან

20 Apr 2019 16:35


სვანეთი საქართველოს ყველაზე უფრო მკვეთრად გამოსახული ეკონომიკურ-გეოგრაფიული და ეთნიკური რეგიონია, რომელიც მდინარეების ენგურისა  და ცხენისწყლის ხეობებს შუა და ზემო წელის ორმაგ ქვაბულშია ლოკალიზებული და ყველა მხრიდან ძნელად გადასალახი მთაგრეხილებით არის შემოსაზღვრული. სწორედ ამ ძნელად გადასალახმა გზებმა დიდი რაოდენობით შმოგვინახა მთის ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოსთან შხამებული მდიდარი მატერიალური და სულიერი კულტურა, ძველი მეტალურგიის, ფერწერის, ოქრომჭედლობის და სხვა ნიმუშები.


სვანეთის არქეოლოგიური მასალებიან განსაკუთრებით ბრინჯაოს ხანა გამოირჩევა, მრავლად არის ამ ხანის ძგლები აღმოჩენილი სვანეთის სოფლებში. კარგად არის გამოხატული როგორც შუა ბრინჯაოს ხანის მასალა, აგრეთვე გვიანიბრინჯაოს პერიოდის მასალაც. ამ უკნასკნელიდან აღასანიშნავია უშგულის თემი, რომელიც მდებარეობს შხარას ძირას, მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2060-2200 მეტრზე. 


უშგულის გვიანიბრინჯაოს ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, მაცხოვრის ეკლესიაში დაცული დისკოსებური გულსაკიდი, რომლის შიდა მხარე გლუვია და შესაძლოა სარკედ გამოიყენებოდა, ხოლო გარეთა მხარე რელიეფური ორნამენტითაა გაფორმებული.

დისკოს ცენტრში მოთავსებული მრგვალი კოპიდან ოთხივე მიმართულებით სხივისებურად იშლება ერთმანეთში ჩასმული ტეხილი ხაზები, ხოლო მათ შორის დარჩენილი ვიწრო ზოლი, კლაკნილი ხაზითაა შევსებული. მთლიანი გამოსახულება შკრულია დისკოს გარე რკალზე შემოყოლებული რელიეფური წრეხაზებით, რომელიც ყუნწის არეში წყდება. გულსაკიდზე მოცემული მხატვრობა, მზის სიმბოლოა, კლაკნილი ხაზი კი წყალს მოგვაგონებს.


ამ საკიდის ზუსტი პარალელები ცნობილი არ არის, თუმცა მსგავსი მასალებიდან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, 1986 წელს ა.ივანოვის მიერ სომხეთში გათხრილი ქვაყუთიანი სამარხი, სადაც აღმოჩნდა გულსაკიდი, რომლის რელიეფი და მხატვრული დამუშავება ახლოს დგას სვანეთის მონაპოვართან. ანალოგები მოგვეპოვება მცირე აზიაშიც, კერძოდ ირანში. 


ფორმითა და მხატვრობის სემანტიკით უშგულის მონაპოვარს გარკვეული მსგავსება აქვს აგრეთვე სომხეთის ძეგლზე აღმოჩენილ ანთიმონის ბალთებთან, სადაც მზის გამოსახულება დისკოს ცენტრში გამოსახულ სვასტიკის ჯვრითაა მოცემული. საქართველოს არქეოლოგიური ძეგლებიდან ყურადღებას იქცევს სამთავროში აღმოჩენილი ანთიმონის გულსაკიდები და ბორჯომის ხეობაში ნაპოვნი დისკოსებური გულსაკიდები, რომლებიც რთული გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული.


არქეოლოგი ო.ღამბაშიძე ფიქრობს რომ ეს სიმბოლოები დიდი დედის, ბარბარეს ღვთაების ამსახველია და მიიჩნევს რომ ამ მასალაში ბარბარეს უძველესი ბუნებაა ნაგულისხმევი. ამგავრი ნივთების დამზადება სვანეთში ბუნებრივია, რადგან ბარბარეს (“ბარბალ”) ღვთაება განსაკუთრებით ძლიერადაა აღიერებული. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომ ეს მხატვრული გამოსახულება, მზის კულტთანაა დაკავშირებული. მზის გამოსახულება მოცემული აგრეთვე ერთ-ერთ კოლხურ ცულზე. შესაძლოა ეს გამოსახულება აღნიშნავდეს წელიწადის ოთხ დროსაც. მზის სიმბოლური გამოსახულებები მრავლად მოგვეპოვება აგრეთვე ანტიკურ ხანაშიც. კერძოდ, კი ლარილარის სამარხში აღმოჩენილი სამკაულის მხატვრობაში. როგორც ჩანს ასეთი სიმბოლოები დიდი ხნის მანძილზე იყო გავრცელებული.


წყარო: ჩართოლანი შ. "მასალები სვანეთის არქეოლოგიისათვის"




ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი