15 წლის გარდაცვლილი ბიჭის ნათესავები რუსთავი 2-ს სიცრუეში ადანაშაულებენ

20 Apr 2019 23:24

მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორმა მოამზადა სიუჟეტი, რომლის ანონსიც უკვე გავიდა მათ ეთერში და სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა.


ოჯახის წევრები და ნათესავები რუსთავი2-ს სიცრუეში ადანაშაულებენ. დღეს სოფელში ჩასულ მედიის წარმოამდგენლებს ახლობლები ეუბნებიან, რომ მამა შვილს არაფერს აკლებდა, თავს ისინი სოციალური დახმარებით ირჩენდნენ, პარალელურად მამა სხვადასხვა ადგილას იყო დასაქმებული.


ოჯახის წევრები მოითხოვენ არ მოხდეს ამ თემის მანიპულირება. რუსთავი2-ს ჯგუფი, რომელიც ჭირისუფალთან დღესაც ჩავიდა, მათ სალხიდან გააგდეს. ამ ინციდენტის შემდეგ რუსთავი2-მა ანონსი შეცვალა.

Imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი