"დღევანდელი ხელისუფლების შეცდომები ბევრად უფრო მიშლის ნერვებს, ვიდრე წინა ხელისუფლების"- ნანუკა ჟორჟოლიანი

21 Apr 2019 18:27

"ამ ქვეყანაში ერთხელაც მაინც ყველას “გაგვიპრავებია” რაღაც. თუ საჯაროს სივრცეში არა, ვიწრო წრეში აუცილებლად.


რუსთავი 2 იყო ასეთი ტელევიზია და დღესაც ალბათ, რაღაცეებზე ჩვენეულ ხედვას გაჩვენებთ. მაგალითად, პრორუსული ძალის პოზიტიური კონტექსტი ჩვენთვის არ არსებობს. ვერ ვხედავთ და თქვენ როგორ გაჩვენოთ. ისევე როგორც გვიჭირს ჭკვიანი და პროგრესული ხალხის დანახვა ამ მთავრობაში. შესაბამისად, ბუნებრივია ვიღაცეებისთვის სუბიექტურები ვართ.


მე, მაგალითად დღევანდელი ხელისუფლების შეცდომები ბევრად უფრო მიშლის ნერვებს, ვიდრე წინა ხელისუფლების და გეტყვით რომ ამის მიზეზი ერთადერთია. ისინი სახელმწიფოს აშენებდნენ, ესენი ანგრევენ და ამ თემებზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვიდაოდ, მაგრამ.. არსებობს მაგრამ.


მაშინ, როცა ჩვენ აქ მორიგ აბსურდს “ვაპრავებთ” ბავშვებს, ჩემი და თქვენი შვილის ასაკის ბავშვებს შიათ. საჭმელი ნისიად მოაქვთ. 50 თეთრიანი ფუნთუშები გესმით? პოლიტიკის დედას და იმის რომ ბიძინას მილიონები უჯდება ხეების თრევა და იმისიც რა იყო ადრე. იქ სადაც ბავშვი შიმშილობს მორალური ჯებირია, თუ გადახვალ მშიერი ბავშვისთვის ნისიად ფუნთუშის მიმცემი ტიპი ხდები.


მნიშვნელობა არ აქვს დღეს, ხვალ, გუშინ. მიშას, თუ ბიძინას გამო.  ფაქტია რომ ბავშვი მოკვდა და მას შიოდა!"


კომენტარები:

ფართი შოპი