"დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით“, — სალომე ზურაბიშვილი ახალციხეში რეპატრირებულ მესხებს

21 Apr 2019 19:40

დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით“, — უთხრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში რეპატრირებულ მესხებს, რომლებმაც მას მოქალაქეობის მიღებაში დახმარება სთხოვეს.


შეხვედრის კადრები ადგილობრივმა ტელეკომპანიამ, მე-9 არხმა გაავრცელა. 14 აპრილს, დედაენის დღეს, ახალციხის ბაზარში სტუმრობისას ზურაბიშვილს რამდენიმე ადამიანმა, — არხის თანახმად, საქართველოში რეპატრირებულმა მესხებმა — საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად დახმარება სთხოვა.


„200-200 ლარს ყოველთვე ვიხდით, არავინ არ გვაძლევს მოქალაქეობას“, — რუსულ ენაზე უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა ზურაბიშვილს.


კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტი მას და მის გარშემო შეკრებილ ადამიანებს ეუბნება: „ქართულად უნდა ილაპარაკოთ. რა არის ეს რუსული?… დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით და ილაპარაკებთ“.


მეცხრე არხის თანახმად, ზურაბიშვილმა მათ განუცხადა, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე ახალქალაქში გააკეთებს განმარტებას.


"ნეტგაზეთი"


კომენტარები:

ფართი შოპი