"სამურზაყანოელი აფხაზის“ ცნება ისტორიაში არ არსებობს"- გრიგოლ ლილუაშვილი

22 Apr 2019 22:49

"სამურზაყანოელი აფხაზის“ ცნება ისტორიაში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს თეორია, რომ ოდესმე თრუსო საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ იყო, - ამის თაობაზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გამართული დახურული საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა ე.წ. “სამურზაყანოელი აფხაზის“ ცნება, რომელსაც სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მასმედიის საშუალებები პროპაგანდირებს.


“სწორედ ამაზეა საუბარი, რომ დეზინფორმაციით, მიზანმიმართული არასწორი საინფორმაციო პოლიტიკით ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ აზრის თავზე მოხვევას ცდილობს. სამწუხაროდ, ამ პროვოკაციაში შეიძლება ჩვენი თანამოქალაქეებიც იყვნენ გამოყენებული“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი