"იძებნება სპონსორი, რომელიც მგზავრობას დაუფინანსებს 25 ქვეყანას შორის არჩეულ, 23-საჯარო სკოლასთან არსებულ, ფრანგულენოვან დასს"

23 Apr 2019 03:22

ჟურნალისტი თამო კეშელავა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"25 ქვეყნიდან, 15 თეატრალური დასი აარჩიეს პოლონეთში საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად.


საქართველოდან პირველად მიიწვიეს საბავშვო თეატრალური დასი ამ ფესტივალზე და ეს პატივი  ი. ჭავჭავაძის სახელობის 23-საჯარო სკოლასთან არსებული, ფრანგულენოვან დასს ერგო.


პოლონეთში ცხოვრებასა და ბავშვებზე ზრუნვას მთლიანად თავის თავზე იღებს პოლონეთის სახელმწიფო.


იძებნება სპონსორი, რომელიც მგზავრობის საფასურს 3000€ -ს დააფინანსებს.  


ფესტივალს გააშუქებს ყველა მონაწილე ქვეყანა, მათ შორის საქართველოს ტელევიზიებიც მიუძღვნიან სიუჟეტებს, ბავშვები ჩაიცვამენ კომპანიის ლიგოიან მაისურებს და ყველგან გაახმოვანებენ სპონსორის სახელს!


პატარა არტისტებს სპექტაკლი უკვე მზად აქვთ, თანამედროვე ავსტრიელი დრამატურგის, ელიზ ოსნერის პიესის მიხედვით. უკვე ათასჯერ დაზეპირებულ სიტყვებს იმეორებენ და ნერვიულობენ.


ფესტივალი 6 ივნისს იწყება, ბილეთების ფასიც ყოველ დღე იმატებს.


დროზე გამოჩნდი სპონსორო, პატარა არტისტები უკვე მიიწვიეს ერთ-ერთ გადაცემაში და ნუ გაუშვებ შანსს ხელიდან, შენი კომპანიის ლოგოიანი მაისურებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე."- წერს თამო კეშელავა.


კომენტარები:

ფართი შოპი