"ხელისუფლებამ მოახდინა საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხადა"- რომან გოცირიძე

24 Apr 2019 00:21

ხელისუფლებამ მოახდინეთ საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხადა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს უსმენენ.


დეპუტატმა ვალების ჩამოწერის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ვალი, რომლის განულებაც მოხდა, ბანკების მიერ ისედაც ჩამოწერილი იყო.


„ამ ადამიანებს, ვისაც თქვენ ე.წ. ვალი გაუნულეთ 5 წლის განმავლობაში, არავინ არ მისცემს სესხს. თქვენ ატყუებთ მოსახლეობას, საკრედიტო ბიუროებში ესენი დაფიქსირდნენ, როგორც ურჩი გადამხდელები, სხვების მიერ ვალპატიებულები. არავის არ აძლევენ 5 წლის განმავლობაში სესხს, მაგრამ უფრო საინტერესო ის არის, რაც „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელმა აქ, პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მას 120 მილიონი ლარის სესხში (თავი ფული), „ქართუმ“ გადაუხადა 3 მილიონი ლარი. მეორე დიდი ბანკი არის "საქართველოს ბანკი" და მედიაში დაიწერა, რომ 400 ათასის სესხი ჩამოვწერეთო. თქვენ ამბობდით 7%-ად უნდა გამოისყიდოს სესხები „ქართუმ“. 7%-ად კი არა, „თიბისი“ გამოისყიდა 2.5%-ად. ხელისუფლებამ მოახდინეთ საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხადა. აჩუქებინეთ თქვენ არჩევნების დასაფინანსებლად ფული ისე, რომ არაფერი არ გადაიხადეთ და დივიდენდები მიიწერეთ თქვენ. რამდენად სამართლიანია, რომ „ქართუ ბანკმა“ 120 მილიონ ლარ თავ ფულში, რომელიც მთლიანობაში მილიარდამდე ადის, 3 მილიონი ლარი გადაიხადა?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

IPN.ge



კომენტარები:

ფართი შოპი