მიხეილ ღანიშაშვილი - ტრამპის პოლიტიკა და საქართველო!

08 Jul 2017 03:40

მიხეილ ღანიშაშვილი, პოეტო:


"ეს საინტერესოა:


ტრამპის პოლიტიკა და საქართველო!


ჟურნალისტ ლილია ზახაროვას მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ჰამბურგში G20 ის სამიტის ფარგლებში პუტინისა და ტრამპის მოსალოდნელ შეხვედრას ეხებოდა, პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა: "ჩვენ ყოველთვის მივისწრაფოდით რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისაკენ და ეს ამჟამადაც ესეა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები საქართველოში, უკრაინასა და სირიაში, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამერიკის სტრატეგიულ და ნაციონალურ ინტერესებს, ამიტომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკის გადახედვას არ ვაპირებთ.
უფრო მეტიც, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით უკრაინის ხელისუფლებას წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას. მე დახმარებას დავპირდი პრეზიდენტ პოროშენკოს, მაგრამ მან თავის მხრივ უნდა შესძლოს კომპეტენტური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და დაამარცხოს კორუფცია.


რაც შეეხება საქართველოს, მოგეხსენებათ ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მე გავაფრთხილე პრემიერი კვირიკაშვილი მისი ვიზიტის დროს ვაშინგტონში, რომ დროა ბოლო მოეღოს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას, დემოკრატიული ინსტიტუტების დაკნინებასა, გაურკვეველ საგარეო პოლიტიკასა და პოლიტიკური დევნის განხორციელებას ქვეყანაში, მოვუწოდე შეწყვიტოს რეფორმატორი პრეზიდენტის, სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, რათა მას მიეცეს ქვეყანაში დაბრუნებისა და პოლიტიკური საქმიანობის საშუალება. დაე ქართველმა ხალხმა თავისუფალ არჩევნებში თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება."


P. S. უკომენტაროდ!.."


კომენტარები:

ფართი შოპი