ერთი პანკისელის დაკავების შემთხვევაში , მთელი ხეობა ერთად დადგება

24 Apr 2019 23:44

პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა ითათბირეს და გადაწყვეტილება მიიღეს. ქისტები იმოქმედებენ პრინციპით ყველა ერთისთვის. შეიქმნება სახალხო კრება, რომელიც ხელისუფლებას ხეობის ყველა გადაწყვეტილებას გააცნობს.



დღევანდელ შეკრებაზე პანკისის ხეობის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ თუ კვირას მომხდარი შეტაკების გამო რომელიმე მათ თანასოფლელს დააკავებენ, მაშინ ყველა ერთად კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოში მივა და სახელმწიფოს მოსთხოვს, რომ ისინიც დააკავონ.


21 აპრილის ინციდენტის შემდეგ, იორის ჭალას დაცვის პოლიციის 50 კაციანი ჯგუფი იცავს. სოფელ ძიბახევში დღეს პოლიციამ დროებითი საგუშაგოსთვისკონტეინერი ჩადგა.


21 აპრილის დაპირისპირების ამბავს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით სწავლობს. ჯერ მხოლოდ დაზარალებული პოლიციელები გამოკითხეს.


ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ პანკისელები საერთო პოზიციას საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასა და ხელისუფლებას უახლოეს დღეებში შეატყობინებენ.

Rustavi2.ge



კომენტარები:

ფართი შოპი