"გადავწყვიტე შევქმნა ვიდეობლოგი - "ირინას სამზარეულოში", - ირინა სარიშვილი

27 Apr 2019 22:33

"ჩემო კარგო მეგობრებო და არა მხოლოდ მეგობრებო,


ამ სააღდგომოდ რაღაც ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.


მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე შევქმნა ვიდეობლოგი იუთუბი–ზე "ირინას სამზარეულოში", სადაც კვირაში ერთხელ, შევხვდებით ერთმანეთს ჩემს სამზარეულოში და ვილაპარაკებთ ყველაფერზე რაც გვაინტერესებს და ყავის სმასთან ერთად გავაკეთებთ რაიმე ძალიან მარტივს, სწრაფს და გემრიელს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, ყველაფერს დრო გვაჩვენებს, როგორ წავა ეს ჩემი ექსპერიმენტი. რომ არ დაგიმალოთ, მე ეს პროექტი რამდენიმე წელია ტელევიზიისთვის მქონდა ჩაფიქრებული, სადაც რა თქმა უნდა ბევრად ხარისხიანად შესრულდებოდა ჩემი ჩანაფიქრი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ ხერხდება, ამიტომ ვცადოთ ბედი იუთუბი–ზე.


ამ პროექტის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი გამომწერი ეყოლება ჩემს არხს იუთუბი–ზე და რამდენი მნახველი თითოეულ გადაცემას.


მოკლედ ამ წინასააღდგომოდ რომ არ გადაგღალოთ, ეს იყო ანონსი და უახლოეს დღეებში დაიდება ჩემი პირველი ვიდეომიმართვა აქ ფბ–ზე და იუთუბი–ზე. ვნახოთ რა გამოვა".


კომენტარები:

ფართი შოპი