"ცოტა უჩეულოა, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ", -რა საჩუქარს უმზადებს საკუთარ თავს ეკა ხოფერია 45-ე დაბადების დღეზე

08 Jul 2017 04:22

ეკა ხოფერია, ჟურნალისტი:


,,ალტენტრეპტოუ ასე ქვია ქალაქს, სადაც დაახლოებით ერთ კვირას ვიცხოვრებ. ასე დავიმახსოვრე: შევაერთე " ალპენგოლდი" და სტრეპტოციდი)))) ბერლინიდან მატარებლით ორი საათი მოდიხარ, ერთი პაწაწუნა ქალაქია თავის ცენტრითა და ულამაზესი ქუჩებით. ცივი კლიმატია და გარე კაფეების კულტურა არ აქვთ, ქუჩაში რომ გამოივლი , არავინ გხვდება, გგონია, ფილმ " მატრიცაში" მოხვდი, მარტო შენ და ცარიელი ქუჩები. სასტუმრო " ამ მარკ"( მგონი ასე გამოითქმის) ერთადერთი სასტუმროა, ადრე ადრე აშენებული, ძველი " გედეერის" მხარეა და შიდა ინტერიერი, ყვავილები, მაგიდის გადასაფარებლები ძველ ფილმებს გაგონებს. მაგალითად იქ, სადაც ვვახშმობ ხოლმე სულ მგონია შტირლიცი მომიჯდება კეტთან ერთად) მაგიდაზე ღია ვარდისფერი გადასაფარებელი , პლასტმასის ყვავილები. დილით 5 ზე დგებიან, დღის კაფეები იხსნება დილის 6 ზე, დღეს წვიმაა და დავსველდები, ხვალ გადავუღებ ფოტოს, იკეტება საღამოს 6 ზე; სავახშმო რესტორნები ( აქ 3 დავითვალე) მუშაობს 18.00-21-00 მდე. თუ ხალხის ნახვა გსურს ,იქ უნდა შეხვიდე, გარეთ არავინაა. მანქანები ცოტა ძალიან, დადიან ფეხით ან ველოსიპედით. ჰო, თეთრი ღამეებივითაა, საღამოს 9 ზე მზეა, იძინებენ მაქსიმუმ 22.00-ზე. ხალხი ძალიან კეთილი და მშვიდი, გათვალიერებენ, გესალმებიან და შეძლებისდაგვარად, გეხმარებიან, თუ რამე გჭირდება.


ვიქენდი მოდის და შევიტყობ, როგორ ერთობიან შაბათ-კვირას) მაგასაც მოგიყვებით, ინტერნეტთან რომ მოვხვდები. მე კარგად ვარ, ვისვენებ, მიშკას ვართობ ჩემებურად, ვფიქრობ, დავდივარ და ვწერ რაღაცეებს. ასე პირველად ვისვენებ, ცოტა უჩეულოა, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, წინ ფანტასტიური რაღაცეები მელოდება, ის ეტაპი ჩემი ცხოვრების, რომელიც თავად ვიჩუქე 9 ივლისისთვის, როდესაც 45 წლის გავხდები) აბა ,ჰე და აბა ,ჰო) მომავალ შეხვედრამდე."


კომენტარები:

ფართი შოპი