"რა იქნება მერე, ორიოდე თაობაში, სოფლებში რომ აღარ ეყოლება უახლოესი მიცვალებულები შთამომავლობას?!"- არჩილ გამზარდია

30 Apr 2019 00:12

"როგორ ცოცხლდება ხოლმე სოფლები სააღდგომოდ და რა ბედნიერებაა რომ ყველას თავისი ფესვები უხმობს და ესალმება... მაგრამ... რა იქნება მერე, ორიოდე თაობაში, სოფლებში რომ აღარ ეყოლება უახლოესი მიცვალებულები შთამომავლობას.


მე ახლაც და ადრეც თბილისში მყავდა ჩემი მიცვალებულები დასაფლავებული, თუმცა რაც მიწა ვიყიდე და პატარა სახლი ჩავდგი, სააღდგომოდ უკვე რამდენიმე წელია სულ ჩემს მიწაზე ამოვდივარ ოჯახით, თბილისში დაბრუნებული გავდივარ ხოლმე საფლავზე.


მხიარული და სევდიანია ხოლმე სააღდგომოდ ჩვენი სოფლები, მწუხარებაში ახმაურებულ-გახარებულები, შემდეგ კი ისევ მოწყენილები მარტოობაში."


კომენტარები:

ფართი შოპი