იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ტაბატაძე პროფესიას დაუბრუნდა. თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია სად გააგრძელებს მუშაობას იმერეთის ყოფილი გუბერნატორი.
გუბერნატორად დანიშვნამდე პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე 20 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.