„ქობულია ისე გაქრება, შარშანდელი თოვლივით არავის ემახსოვრება" - გიგი უგულავა

07 May 2019 02:12

ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას „მოვლინება-წავლინების“ ისტორია კომიზმის ნიშნებს შეიცავს.


როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის სიტუაცია, რაშიც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი აღმოჩნდა, კინოფილმ „სათამაშოს“ ახსენებს.


„ქობულიას მთელი ისტორია, მისი მოვლინება, წავლინების და შემდეგ ხმის ამოღების, აშკარა კომიზმის ნიშნებს შეიცავს, თუმცა პოლიტიკა კომედიის გარეშე არ არის ხოლმე. მინისტრი წავიდა და მინისტრის ყველაზე კარგ და სწორ განცხადებად მიიჩნევენ განცხადებას, რომელიც მან თავისი მინისტრობის შემდეგ, თავისი მინისტრობის შესახებ ილაპარაკა, ეს უკვე თვითონ კომედიაა, იმიტომ რომ ადამიანი 8 თვე იყო მინისტრი, აქედან ნახევარი გაატარა მომზადებაში მინისტრობისთვის, შვებულებაში და მივლინებაში და მეორე ნახევარი გაატარა იმის მუდმივ ძახილში, რომ მას მოხსნიან. ქობულია როგორც ეკონომიკის ექსპერტი შეიძლება მოიწვიოს ადამიანმა, იმიტომ, რომ მას აქვს რაღაც ცოდნა, გამოცდილება, არ არის მემარცხენე, ისეთი პოპულისტი, როგორიც ბახტაძე და სხვები, ეკონომიკური პროფილის პარლამენტარები და მთავრობის წევრები ჰყავს „ოცნებას“, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ისტორიის მთავარი მარილი არის, რომ ჩვენ თვალწინ გაცოცხლდა სცენა ფრანგული ცნობილი კინოფილმიდან „სათამაშო“, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ გვყავს ეს ბლენაკი- მილიარდელი, რომელიც ასე ათამაშებს, მოუყვანია ეს თოჯინა, - განაცხადა უგულავამ.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილიქვეყანას მართავს თუ არა, ქვეყნისთვის მაინც „უბედურება მოაქვს“.


„ქობულია ისე გაქრება, შარშანდელი თოვლივით არავის ემახსოვრება, პრობლემა არის ივანიშვილი, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას და არ მართავს, რომ მართავდეს ვაი იქნებოდა, რომ არ მართავს - ვუია. აი ამ სიტუაციაში ვართ. მართავს და უბედურებაა, არ მართავს უბედურებაა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ეს კაცი არჩევნებით უნდა გაუშვა. ყოველი დღეს, ყოველი საათი, ყოველი კვირა უკვე მავნებლობაა, იმიტომ რომ მხოლოდ მავნებლობაზე არიან გადასული. მეტი არაფერი. შეუძლებელი ამათი ხელიდან რამე სიკეთე გამოვიდეს, აღარ არსებობს. დამთავრებულია, გაუშვეს ყველა შესაძლებლობა ხელიდან“, - განმარტა უგულავამ.


კომენტარები:

ფართი შოპი