"დღეს ნატო მოდის საქართველოსკენ, რადგან შავი ზღვა უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა" - სალომე ზურაბიშვილი

07 May 2019 22:25

ომმა, პროვოკაციებმა და ზეწოლამ, ვერ შეაცვლევინა საქართველოს მთავარი მიმართულებები ევროკავშირისა და ნატოს კუთხით, ეს ჩვენი გამარჯვება და რუსეთის დამარცხებაა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლონეთისა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.


„დღეს ნატო მოდის საქართველოსკენ, რადგან შავი ზღვა უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. საქართველო, პარტნიორებთან ერთად, მზადაა იზრუნოს შავი ზღვის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რათა აქ არ შემოვიდეს ის კონფრონტაცია და ის კონფლიქტები, რომელიც ხელს არ შეუწყობს სწორედ იმ ხიდს, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის.


ომმა, პროვოკაციებმა და ზეწოლამ, ვერ შეაცვლევინა საქართველოს მთავარი მიმართულებები ევროკავშირისა და ნატოს კუთხით, ვერ შეაჩერა საქართველოს ეკონომიკური განვითარება.ეს ჩვენი გამარჯვება და რუსეთის დამარცხებაა! ამ გამარჯვების გზაზე უნდა განვაგრძოთ სიარული ჩვენ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე - ეს იქნება ტატუნაშვილი-ოთხზორიას სია, თუ გაეროს რეზოლუცია ჰუმანიტარულ და დევნილთა საკითხებზე. ამ მიმართულებებით ჩვენი თანამშრომლობის გააქტიურება ამ დოკუმენტებს უფრო ეფექტიანს გახდის. ჩვენ შორის არის ორმხრივი საკითხები და ვიმედოვნებ, რომ გაიზრდება ეკონომიური, კულტურული თანამშრომლობა,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი