სუს-ის ინფორმაციით მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა

08 May 2019 02:40

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მოწყობას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მამის სასაფლაოზე გეგმავდა. სუს-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მაჩალიკაშვილი მის ძმის შვილთან სატელეფონო საუბარში აცხადებს.


„რა სახელიც გითხარი, გოგაშვილი, მაგის ადგილი ნახე, ეგ სად არის დაკრძალული, სად რა შეიძლება, ყველაფერი მე არ უნდა გასწავლო, უკვე აღარ ხარ პატარა. იმ ადგილის მეტი სხვა შანსი არ არის, იქ რომ მოვლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი, ეგენი ყოველ წელს იქ მიდიან. სურათს და ყველაფერს რომ მოიტან, მერე თვითონ დავსახავ გეგმას. დღეს საღამოს იმ ადგილას წახვალ. იქ მარტო არ უნდა წახვიდე, შენთვის ყველაზე სანდო, მე არ ვიცი ვის ენდობი, შენ რამდენად სანდო ხალხი გყავს გვერდით. ვისაც ენდობი ერთი კაცი წაიყვანე, დღეს საღამოს იქ წადი და ღამით დარჩი. თუ ვინმე შეგხვდა და გითხრა, რას დადიხარ აქო, აქ ერთი ქისტი არის დაკრძალულიო ეტყვი, სანახავად მოვედი მართალია თუ არათქო. ტელეფონში არაფერი არ დატოვო, ყოველთვის სუფთა უნდა იყოს ტელეფონი, ყოველთვის!“, - აცხადებს, სავარაუდოდ, მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი