"თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა"- მამუკა ბახტაძე

08 May 2019 14:21

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, თბილისი „ნამდვილი ევროპული ქალაქი იქნება“.


„ვიცით, რომ სხვა მიმართულებებშიც გვაქვს პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, თბილისის მეტროპოლიტენი. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი. ჩვენ ამას გპირდებით და ამას აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი