"ნაბიჭვარი გამიგია, მაგრამ ასეთი – არა!" - ლევან ჯიბღაშვილის ყოფილმა საცოლემ პირველი კომენტარი გააკეთა

09 Jul 2017 00:41

ლევან ჯიბღაშვილის და მისი საცოლის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. ცოტა ხნის წინ, მსახიობის ყოფილმა საცოლემ, სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.


„ჰმმ.. ნაბიჭვარი გამიგია, მაგრამ ასეთი – არა! მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა მსგავსი შეტყობინებისგან, თუმცა სხვა გზას არ მიტოვებს ადამიანი, რომელიც “ოქროში ამოვლებული ქაღალდის ნაგლეჯით” აცნობს თავს საზოგადოებას! 


ნაკლებად მაინტერესებს ე.წ საზოგადოების აზრი, ვინაიდან უკვე ყველანაირ ზღვარს და ნორმას გადაჭარბებულია არსებული ვითარება! 


შეგიძლიათ უსასრულოდ ილაპარაკოთ, ახალი ამბები შეთხზათ, ცხოვრება გაიხალისოთ (ვისაც თავისი არ გააჩნია). 


მალე, ძალიან მალე, ყოველი თქვენგანის ინტერესი დაკმაყოფილდება. 


მადლობა ყველას – უცნობს თუ ნაცნობს, მეგობარს თუ ახლობელს იმისთვის, რომ მიუხედავად რთული მდგომარეობისა, გვერდში მიდგანან და მამხნევებენ! დრონი მეფობენ და არა მეფენი ! “- წერს ნინიკო ნაცარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


წყარო: რეიტნგი


კომენტარები:

ფართი შოპი