"ლგბტ თემის წარმომადგენლები ძალადობის რისკის ქვეშ არიან" - ნინო ლომჯარია

16 May 2019 17:22

უკვე მერამდენე წელია ლგბტ თემის წარმომადგენლებს საკუთარი თვითგამოხატვის განახორციელება უწევთ ძალიან შეზღუდული ფორმით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ის გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 17 მაისს დაგეგმილ აქტივობაზე-ბანერების გაკვრაზე ლგბტ თემს უარი ეთქვა.



„წლებია ვაკვირდებით, რომ ძალიან გაძლიერებული პოლიციის კორდონის დაცვის ქვეშ უწევთ მათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და როგორც ჩანს ეს წელს სრულიად შეუძლებელი გახდა. ეს ფაქტი რა თქმა უნდა უარყოფითად არის შეფასებული ჩემს მიერ. ჩვენ ყოველწლიურ ანგარიშებშიც ვწერთ, რომ მათი გამოხატვა 17 მაისს უკვე მერამდენე წელია იზღუდება და ისინი განსაკუთრებული ძალდობის რისკის ქვეშ არიან", - განაცხადა ლომჯარიამ.

 IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი