„რუსთავი 2 ის სახელით, როგორც მისი გენერალური დირექტორი ვაცხადებ, რომ ყველა ადამიანს ვის მისყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს ან სხვაგვარად შეეცდებიან არჩევნების გაყალბებას, რუსთავი 2 სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დადასტურებულს რაიმე ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს რუსთავი 2-გან. ეს არის ოფიციალური განცხადება, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით და ამას ვაცხადებ აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. რუსთავი 2 აწესებს ჯილდოს 1000 ლარის ოდენობით თითოეულ ადამიანზე, რომელიც მოიტანს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ყალბდება არჩევნები ნებისმიერ უბანზე იქნება ეს ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ზესტაფონში, ხულოში, გურიაში, მარნეულში თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე“.