არჩევნების დასრულებამდე დარჩენილია ორი საათი, ხელისუფლება ამ ორ საათში ეცდება ეს არჩევნები „სადმე მიათრიოს“ - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.
"რუსთავი2"-ს რატომ უნდა სჭირდებოდეს არეულობა იმ არჩევნებთან რომელსაც ვიგებთ. საქმე გვაქვს სპეცოპერაციასთან, რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ ჩაატარა 2018 წელს. ახლა ექვსის ნახევარია, ორ-ნახევარი ნაბიჯი დაგვრჩა გამარჯვებამდე. ხელისუფლება ახლა რაღაცას გეგმავს,რომ ეს არჩევნები სადმე მიათრიოს.
ყველა ნიშანი რომ ეს ხალხი შეპყრობილია პანიკით, ამაზე მეტყველებს ზონდერებისა და პროვოკატორების რაოდენობა , ცარიელ სიგარეტის კოლოფში ჩაჭეჭყილი ფული, რომელსაც აძლევენ ავტობუსებით მოყვანილ ხალხს, სრულიად სამარცხვინო ფეიკ-ნიუსების გავრცელება. ამ ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი შს მინისტრი სასწრაფოდ ჩამოფრინდა ზუგდიდში იმიტომ რომ კუდი აეწვათ“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძე მადლობას უხდის ყველა ზუგდიდელს და ამბობს, რომ ზუგდიდელები მასობრივად უჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს. გრიგოლ ვაშაძე მოუწოდებს დამკვირვებლებს, ისევე პროფესიონალურად იმოქმედონ, როგორც ამას დილიდან აკეთებდნენ. ვაშაძე ამბობს, რომ გაყალბების საშუალებას ხელისუფლებას არ მისცემენ. მისი თქმით, ის წინასწარ სამოქმედო გეგმაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ ხალხის მხარდაჭერა მთავარი იქნება, რათა ხმების დაცვა შეძლონ. მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ბიზნესპროექტად აღიქვამს უნდა დასრულდეს.
„ერთადერთი მათი მიზანი არის რაც შეიძლება ბევრი ფულის მოპარვა ბიუჯეტიდან, როდესაც მათი განაჩენი დადგება ამ ქვეყნიდან, თბილისურად ვიტყვი - აითესონ,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა ყველა საერთაშორისო დამკვირვებლისა და ორგანიზაციის შენიშვნები .
„ამ ე.წ. ხელისუფლების გაჩერება სახელმწიფოს სადავეებში დასრულდება, ჩვენი სრული კატასტროფით, როდესაც როგორც ერი ვერ შევდგებით და როგორც საზოგადოება ვერ მივაღწევთ ვერც შიდა და ვერც საგარეო პოლიტიკურ წარმატებას,“-აცხადებს ვაშაძე.