ამომრჩეველმა დამკვირვებლებს ბატკანი, ყვავილები და კექსი მიართვა და ლექსიც წაუკითხა

19 May 2019 20:31

სოფელ ომალოს 24- ე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს საჩუქრები გადასცეს. ამომრჩეველმა დანო თურქოშვილმა კექსი და ყვავილები მიიტანა. მას თან ახლდა ბატკანი.


თურქოშვილმა კომისიის წევრებს ლექსიც წაუკითხა და განმარტა, რომ ამას ის ყოველ არჩევნებზე იმეორებს.


მისი განაცხადებით, ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და კექსი კომისიას მარხვის გამო გადასცა.


საჩუქრის მიღებას არ ადასტურებს კომისიის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ფაქტი მათთვის მოულოდნელი იყო.


შუალედური არჩევნები ხალაწნის თემის 5 სოფელში მიმდინარეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი