"სააკაშვილი - არ გამოგივა ტყუილად მოძღვრავ იქიდან, შენი დრო წასულია, გაქრები, როგორც შარშანდელი თოვლი"- ირაკლი ზარქუა

20 May 2019 00:02

საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მათი პირველადი მონაცემებით გეგა შენგელია დამაჯერებლად იგებს. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც მიმართავს.


„სააკაშვილი არ გამოგივა ტყუილად მოძღვრავ იქიდან, შენი დრო წასულია, გაქრები, როგორც შარშანდელი თოვლი,“-ამბობს ზარქუა.


თუ რაიმეზე ხელი წაუცდებათ, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას - მეტი საქმე არა მაქვს, ექვსი თვე ვიღაცის დასკვნას ველოდო, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვისას გააკეთა.


“დასკვნებს ქართველი ხალხი გააკეთებს და იმოქმედებს და ვიმოქმედებ მე, ქართველ ხალხთან ერთად. აბა თქვენ იცით - ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო გაიმარჯვებს. ეს არჩვნები ამათ უკვე წაგებული აქვთ, იმის მიუხედავად, სად როგორ შედეგს გაიფორმებენ. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის გამარჯვება გაფორმდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი