"ამ ერთი ქალის საქციელის გამო, მთელი საქართველო თურქ მამაკაცებს რატომ გვაგინებთ?"-მორიგი სკანდალი, რას ჰყვება თურქი ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ საცოლეზე

09 Jul 2017 03:29

ლევან ჯიბღაშვილისა და ნინიკო ნაცარაშვილის დაშორების ამბავზე თბილისში აქტიურად ჭორაობენ. „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში ლევანის დედამ, ქალბატონმა ნონამ მიზეზი არ დაასახელა. ამბობდა, რომ ამის შესახებ საუბარს არ აპირებდა. ოჯახს დღესაც იგივე პოზიაცია აქვს და ამ თემაზე კომენტარს არც ლევანი და არც ლევანის დედა არ აკეთებს.


„პრაიმტაიმს“ მოუვიდა რამდენიმე შეტყობინება, რომლის საფუძველზეც ჩვენ თავს უფლება მივეცით ეს ამბავი თქვენთვის მოგვეყოლა. შეტყობინებების ავტორებმა, სანდო წყაროებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს. თუმცა ყველა წერილი და სატელეფონო ჩანაწერი რედაქციაში ინახება.


ამბავი ბათუმში მოხდა. ლევანი თავის საცოლესთან ერთად მეგობრების წრეში იმყოფებოდა. როგორც „პრაიმტაიმს“ წყარომ მოუყვა, ნინიკოს ტელეფონზე სმს მოვიდა. ლევანმა ტელეფონი გახსნა და თავისი საცოლისა და თურქი ბიზნესმენის მიმოწერა წაიკითხა. ამ ამბავს იქვე დიდი სკანდალი მოჰყვა. ეს ამბავი ნინიკოს მშობლების ყურამდეც მივიდა. ნინიკო იმ ღამესვე თურქეთში გადაიყვანეს მისმა მშობლებმა. ჩვენი ინფორმაციით ნინიკო დღედე თურქეთში იმყოფება. ხოლო მისი რჩეული თურქი მამაკაცი დღესაც ბათუმში, თავის მაღაზიაში ნახეს.
წყარო გვიყვება, რომ ნინიკოს თურქ თაყვანისმცემელთან მიმოწერა მანამდე ჰქონდა, ვიდრე ლევანს გაიცნობდა.


მას მერე რაც ეს ამბავი გახმაურდა, სოციალურ ქსელში ქართველებმა თურქი მამაკაცებაის ლანძღვა დაიწყეს. ამას თურქების გაღიზიანება მოჰყვა. გთავაზობთ ერთ-ერთი თურქი ბიზნესმენის წერილს, რომელიც ნინიკოს „კარგქალობაზე“ წერს. წერილის ავტორმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. იმის გამო რომ გზავნილი გამართული ქართულით არ იყო დაწერილი, თავს უფლება მივეცი, მასში კორექტივები შემეტანა. ასევე ადგილები, რომელიც გოგონას ღირსებას შეულახავდა შეგნებულად შევარბილეთ.


„მაპატიე საქართველო და ქართველო ხალხო. არ მომეწონა ბოლო დროს ერთ ამბავზე თურქების ლანძღვა. მე ერთნაირად მიყვარს ქართველი და თურქი. გაბრაზებული და შეურაცყოფილი ვარ. მე ვარ თურქი-ქართველი ეროვნებით და ვცხოვრობ ბაუმში. მაქვს სასტუმროების ბიზნესი ბათუმში. ამ ახალგაზრდა მსახიობი ქართველი ბიჭის და იმ ერთი გოგონას ამბავზე ქვეყანამ თურქები გალანძღა. ამიტომ უნდა ვთქვა სიმართლე. არ ვიცი დაბეჭდავთ თუ არა, იმიტომ რომ მე თურქი ვარ. ეს ამბავი სინამდვილეში ასეა. ეს ცუდი გოგო, რომელმაც ბიჭი თურქზე გაცვალა, ძალიან ხშრად დადიოდა ჩემ სასტუმროში. და დღეს ამ ერთი ქალის საქციელის გამო, მთელი საქართველო თურქ მამაკაცებს რატომ გვაგინებთ. მითუმეტეს ზუსტად ვიცი, ამ შემთხვევაში ეს გოგო, ნინიკო იმ თურქ ბიჭს საკუთარმა დედამ გააცნო და ამაში 6 ათასი გამოართვა, თითქოს გაუკეთა ალაფურშეტი: - ნამცხვრებითა და ლიმონათით. ინტერნეტში კი ისე გამოიყვანეს, თითქოს ყველა მეძავი ქართველის საქციელში ჩვენ, თურქები ვიყოთ დამნაშავე. ხოდა მშობოლებს მოკითხეთ პასუხი, რატომ აიძელებენ შვილებს რომ ფულიან კაცებზე გათხოვდნენ და ამ კაცებს ფული გამოსძალონ. ძმებო, ქართველებო, ჩემი ფესვები არის ქართული, სააუკუნეები ჩვენ თურქი-ქართველები ამას ისე ვუფრთხილდებოდით, რომ თურქი მამაკაცი თურქ ქართველ ქალს, ცოლად მოყვანას ვერ უდევადა. დამიჯერეთ პატიოსნებას არ აქვს ეროვნება. ამაზე ერთნაირად ფიქრობს თურქიც და ქართველიც, რომ ბნძური ქალი არ გაიჩეროს გვერდით. ეს ხომ თურქული ფილმებიდანაც ჩანს. წავიკითხე რომ ეს გოგო სამჯერ გათხოვდა და ამბობს დედამ მაიძულაო. დედა ათხოვებს თურმე ამ გოგოს ძალით 14 წლიდან ფულიან კაცებზე. ჯერ ფეხბურთელი ფულით, მერე მსახიობი ფულით და ახლა კიდევ ფულიან თურქზე. დაგვიფაროს ყველა ალახმა. მე მყავს 2 გოგონა. ისინი საქართველოში გაიზარდნენ ქართულ სკოლაში, ქართულად. ახლა ერთი მეუბნება, - მამა, უნდა გავხდე მართლმადიდებელი ქრისტიანიო. ჩემმა ცოლმა მითხრა, ქართველი ბიჭი უყვარსო. ამით ბედნიერი ვარ და ყველას ძალიან გვიხარია... ის გოგო კი არ არის მეძავი, დედას მოთხოვეთ პასუხი, რომ შვილი გაწირა. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ჩემო ქართველებო. სხვა დროა, ქართველმა კაცებმა ცოლი და შვილი მოიკითხეთ სად არიან ან ამ ქალივით სად იშოვეს ფული. შეგვეწიოს ალახი და თქვენი ქრისტე.ჩვენ ერთმანეთი აღარ გავლანძღოთ. მე მიყვარს ჩემი ქართული და ჩემი თურქული მიწა. ამ წერილს ყველას მივწერ, სადაც წავიკითხავ რომ თურქი გალანძღეს. მადლობა თუ გამოაქვეყნებთ. ამით ბევრი გოგონა გადარჩება. ამას კი არც ის თურქი არ მოიყვანს ცოლად, ამაში გარწმუნებთ. ცოლი ყველას პატიოსანი უნდა.


წერილი „პრაიმტაიმს“ ბათუმიდანაც მოუვიდა. წყარო გვატყობინებს, რომ ნინიკო პირველმა ქმარმაც ღალატის გამო გამოაგდო სახლიდან, 14 წლის გოგონას ასაკით მასზე ბევრად უფროს მეზობელთან გაუბამს რომანი.


ჩვენ ნინიკოსაც ვთხოვეთ კომენტარი. მასთან ინტერვიუს სოციალური ქსელით უცვლელად გთავაზობთ.

- ნინიკო, პრაიმტაიმის ჟურნალისტი ვარ. რამდენიმე კითხვა მაქვს
- გისმენთ.
- ლევანთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თბილსში თქვენი დაშორების დელიკატურ მიზეზზე საუბრობენ. მართლა არსებობს თურქი ბიზნესმენი, რომლის სმს-ც ნახა ლევანმა თქვენს ტელეფონში?
- ასე საინტერესოდ ვცხოვრობ? და თქვენი აზრით, პასუხს მიიღებთ თქვენსავე კითხვაზე???
- ეს თქვენი უფლებაა მიპასუხებთ თუ არა...
- ძალიან ბევრი სათქმელი მაქვს სამწუხაროდ, რაც ზიანს მიაყენებს ლევანის სახელს. მიუხედავად მისგან წამოსული ბილწი სიტყვებისა და ბრალდებებისა. მირჩევნია ჩუმად ვიყო. 

 

წყარო: პრაიმტაიმი


კომენტარები:

ფართი შოპი